„ფოქს ნიუსი“ – „ჰამასმა“ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა, რომელშიც, მძევლების ნახევრის გათავისუფლების სანაცვლოდ, ღაზაში 60-დღიანი ზავის გარანტიას სთხოვს

18:17, 22.09.2025

„ჰამასმა“ აშშ-ის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, რომელშიც, მძევლების ნახევრის გათავისუფლების სანაცვლოდ, ღაზაში 60-დღიანი ზავის გარანტიას სთხოვს.

აღნიშნულის შესახებ „ფოქს ნიუსი“ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელსა და მოლაპარაკებებში ჩართულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროს ცნობით, წერილი ამჟამად კატარის ხელშია და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კვირის ბოლოს გადაეცემა.

მსგავსი