„ფოქს ნიუსი“ - აშშ-ის საზღვაო ძალები ირანზე შესაძლო დარტყმების წინ ბაჰრეინში პერსონალის რაოდენობას „კრიტიკულ დონემდე“ ამცირებს
აშშ-ის საზღვაო ძალები ირანზე შესაძლო დარტყმების წინ ბაჰრეინში პერსონალის რაოდენობას „კრიტიკულ დონემდე“ ამცირებს. ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ რამდენიმე ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამჟამად ობიექტზე პერსონალის რაოდენობა 100-ზე ნაკლებია.
გამოცემა წერს, რომ ოპერაცია „შუაღამის ჩაქუჩის“ დაწყებამდე, რომლის დროსაც აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებს დაარტყა, მე-5 ფლოტის შტაბ-ბინიდან ევაკუაცია მსგავსი წესით განხორციელდა.
„ფოქს ნიუსის“ ინფორმაციით, აშშ ბოლო კვირების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში სამხედრო აქტივობას ზრდის, რადგან აშშ-სა და ირანს შორის თეირანის ბირთვული პროგრამის მომავალთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, შესაძლოა, უშედეგოდ დასრულდეს.