„ფოქს ბიზნესი“ - აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე შესაძლოა, რიკ რაიდერი გახდეს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე კვირაში შეხვედრას გამართავს რიკ რაიდერთან, BlackRock-ის გლობალური ფიქსირებული შემოსავლების მთავარ საინვესტიციო ოფიცერთან, რომელიც შესაძლოა, ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფოქს ბიზნესი“ ავრცელებს.
გამოცემა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრა თეთრ სახლში 15 იანვარს შედგება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ დონალდ ტრამპი, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სიუზან უაილსი, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დენ სკავინო.
როგორც მედია წერს, ეს იქნება ბოლო გასაუბრება კანდიდატთან, რომელმაც შეიძლება, შეცვალოს ფედერალური სარეზერვო სისტემის მოქმედი თავმჯდომარე ჯერომ პაუელი. უფლებამოსილება პაუელს 15 მაისს იწურება.
ცნობისთვის, 12 იანვარს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მედიის ცნობით, პაუელის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყების ფორმალურ მიზეზად ვაშინგტონში მდებარე აშშ-ის ეროვნული ბანკის შტაბ-ბინის რეკონსტრუქცია დასახელდა, რაც 2.5 მილიარდი დოლარი დაჯდა.