ფონიჭალის დასახლებაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

09:17, 09.01.2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაული გახსნა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.კ. ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 43 შეკვრად დაფასოებული, ასევე, ერთჯერადი მოხმარების შპრიცში მოთავსებული 0,033 გრამი ჰეროინის ხსნარი ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

მსგავსი