ფონიჭალაში, სპეცოპერაციის შედეგად, ორი პირი დააკავეს
ფონიჭალაში, სპეცოპერაციის შედეგად, ორი პირი დააკავეს

ფონიჭალაში, სპეცოპერაციის შედეგად, ორი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან, ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

ამასთან, არსებული ცნობებით, სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით კიდევ რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.