ფონიჭალაში სპეცოპერაციის დროს დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

12:36, 02.03.2019

ფონიჭალაში სპეცოპერაციის დროს დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების დეტალებს ამ დრომდე არ ახმაურებს, თუმცა აცხადებს, რომ სპეცოპერაციის შედეგად, მასშტაბური დანაშაულის გახსნა მოხდა.

ერთ-ერთი ვერსიით, სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულს უკავშირდება, თუმცა შსს-ში ამ საკითხზე ჯერ არ საუბრობენ. ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს უწყება მოგვიანებით გაასაჯაროებს.

ფონიჭალაში, გუშინ საღამოს ერთდროულად რამდენიმე ადგილას სპეცოპერაცია ჩატარდა. მოხდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

მსგავსი