ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათივე ცნობით, სამივე მათგანი კონტაქტური იყო.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია.