ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა

11:36, 25.11.2026

მამაკაცი, რომელმაც ფონიჭალაში აფეთქების შედეგად მძიმე დამწრობა მიიღო, გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ დაუდასტურა.

31 წლის მამაკაცი კლინიკაში აფეთქების დღეს, 19 ნოემბერს 87-პროცენტიანი დამწვრობით შეიყვანეს.

ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს  გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ნანგრევებში მოყოლილი ექვსი ადამიანი, მამაკაცი კი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

მსგავსი