ფონდმა „ქართუმ“ ჯანდაცვის სამინისტროს ოთხი მილიონი პირბადე გადასცა

17:02, 10.08.2020

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართული კომპანია სამედიცინო პირბადეების წარმოებას აგრძელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ადგილობრივი წარმოების ოთხი მილიონი სამედიცინო პირბადე ფონდმა „ქართუმ“ შეიძინა და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.

„პირბადეები ქართულმა კომპანიამ შეკერა. ეს არის უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები, რომლებიც სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მსგავსი