ფონდი „ქართუ“ - 13 ივნისის სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ბიძინა ივანიშვილის დახმარებამ ჯამში 10 750 000 ლარი შეადგინა
ფონდი „ქართუ“ - 13 ივნისის სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ბიძინა ივანიშვილის დახმარებამ ჯამში 10 750 000 ლარი შეადგინა

13 ივნისის სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ 8 მილიონი ლარი დახარჯა,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 13 ივნისის ტრაგედიის გახსენებისას ისაუბრა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ დედაქალაქის მხარდაჭერისთვის.

ამასთან, ფონ „ქართუს“ ინფორმაციით, 13 ივნისის სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ფონდმა „ქართუმ“ 8 მილიონი ლარი, თანაინვესტირების ფონდმა – 500 000, „ქართუ ბანკმა“ კი 2 500 000 ლარი დახარჯეს.

ჯამში, ბიძინა ივანიშვილის დახმარებამ 10 750 000 ლარი შეადგინა.

დატოვე კომენტარი