ვიოლა ფონ კრამონი - საქართველო სწორი მიმართულებით მიდის, იმედია, 2020 წლის არჩევნებზე ეს ტრადიცია გაგრძელდება
ვიოლა ფონ კრამონი - საქართველო სწორი მიმართულებით მიდის, იმედია, 2020 წლის არჩევნებზე ეს ტრადიცია გაგრძელდება

საქართველო სწორი მიმართულებით მიდის, იმედია, 2020 წლის არჩევნებზე ეს ტრადიცია გაგრძელდება, – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ინეტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ევროპარლამენტი „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო საქართველოში სადამკვირვებლო მისიას ვერ გამოგზავნის, თუმცა პროცესს მაინც ყურადღებით დააკვირდება.

„ჩვენ ყველას ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს ევროპარლამენტის და ევროკავშირის მისია დააკვირდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, კორონავირუსის კრიზისის გამო შეზღუდულები ვართ. ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო და სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენი სადამკვირვებლო მისია არ იქნება. მიუხედვად ამისა, ჩვენ ვეკონტაქტებით დიპლომატ დამკვირვებლებს, რომლებიც თბილისში იმყოფებიან და ასევე მჭიდროთ ვთანამშროლობთ ადგილობრივ დამკვირვებლებთან. წინა არჩევნებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის და ტენდენცია დადებითია. იმედი გვაქვს, 2020 წელს ეს ტრადიცია გაგრძელდება. მიუხედვად იმისა, რომ ადგილზე არ ვიქნებით, არჩევნებს ყურადღებით დავაკვირდებით,“ – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

კრამონმა ასევე ყურადღება გაამახვილა პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებაზე და განაცხადა, რომ ეს დიდი მიღწევა იყო საქართველოსთვის, თუმცა რჩება რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებზეც არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული მთავრობა იმუშავებს.

„როგორც ვიცი, ვენეციის კომისიას აქვს რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებიც ჯერ არ შესრულებულა. ეს განსაკუთრებით ეხება მართლმსაჯულების სისტემის პრობლემებს. როგორც ვთქვი, ეს სიახლეს არ წარმოადგენს. ამ საკითხის გადაჭრას საქართველო დიდი ხანია, ცდილობს. ახლა ეს უკვე შემდეგი მთავრობის საქმეა, რომელიც არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება, რომ იპოვოს მართმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების გზა და მოსამრთლეების არჩევის სხვა წესი, რომლებიც აუცილებლად დამოუკიდებლები უნდა იყვნენ. სხვა შემთხვევაში, ბიზნესგარემოს ნდობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა არ გაიზრდება. ასე რომ, ეს საკითხი დაკავშირებულია ეკონომიკურ გარემოსთან და ქვეყნის განვითარებასთან. უცხოელ ინვესტორებს უნდა სჯეროდეთ საქართველოს მართმსაჯულების სისტემის. შეიძლება ითქვას, ეს არ არის შეთანხმების ნაწილი, მაგრამ ზოგადად, საქართველოსთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი“,- განაცხადა ევროდეპუტატმა.

ინტერვიუში გერმანელმა ევროდეპუტატმა რუსეთიდან მომავალ საფრთხეზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ევროპარლამენტში შექმნილია სპეციალური კომიტიტეტი, რომელიც მსგავს შემთხვევბს აუცილებელად შეისწავლის.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მარტო არ არის. რუსეთი ანალოგიურად ექცევა ყველა მეზობელს, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და აშშ-ს. ეს ხდება ყველგან, სადაც არჩევნები ან რეფერენდუმი იმართება. ვიცით, რუსეთი ჩაერია „ბრექსითში“, ასევე კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში. შეიძლება ითქვას, ყველანი ერთ კალათაში ვართ და ამიტომ აუცილებელია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რომ რუსეთი 2020 წლის არჩევნებს აუცილბელად გამოიყენებს შესაძლებლობად ჩარეიოს, მანიპულაცია მოახდინოს, ერთი კანიდატი მოერეს დაუპირისპიროს, კონკრეტული კანდიდატების დისკრედიტაცია მოახდინოს. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართვლოს, რათა არსებობდეს ლოკალური მედიაპლატფორმები, სადაც ჟურნალისტები ამომრჩევლებს დეტალურად აუხსნიან პარტიების საქმიანობას და ასევე მონიშნავენ იმ ახალ ამბებს, რომლებსაც რუსეთის ბოტები და ყალბი ანგარიშები ავრცელებენ. ევროკავშირში ამ საკითხზე ინფორმირებულები ვართ. ჩვენ ვიხილეთ რუსეთის კიბერიერიშები ჯანდაცვის ინფრაქსტრუქტურაზე. მათ შორის ლუგარის ლაბორატორიაზე. ამიტომ, ევროპარლამენტში შექმნილია სპეციალური კომიტეტი, რომელიც ევროკავშირის სახელმწიფოებში უცხო ქვეყნების ჩარევის საკითხებს სწავლობს. ეს კომიტეტი ასევე განიხილავს ანალოგიურ შემთხვევებს საქართველოში, უკრაინაში და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა სახელმწიფოებში. ცხადია, რუსეთისგან მოდის მუქარა და ეს არის ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილი. აუცილებელია, რომ ამომრჩევლებმა იცოდნენ კრემლის ტაქტიკა და ნარატივები“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.