ფოლკლორის ცენტრში ბუმბულებისგან შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა [ფოტო]
ფოლკლორის ცენტრში ბუმბულებისგან შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა [ფოტო]

ფოლკლორის ცენტრში ბუმბულებისგან შექმნილი ნამუშევრების გამოიფინა. უნიკალური ნამუშევრების დათვალიერება 25 იანვრამდე იქნება შესაძლებელი.

განსხვავებული სტილის კომპოზიციების, პორტრეტებისა და პეიზაჟების ავტორი მხატვარი ნელი კვახაძეა.

როგორც თავად ამბობს, საღებავების ფული არ ჰქონდა და ნამუშევრების შექმნა ბუმბულებით დაიწყო.

მხატვარი წლების განმავლობაში ხატვისა და ხელოვნების მასწავლებლად ვანის სამხატვრო სასწავლებელში მუშაობდა. 61 საუკეთესო ნამუშევარი გამოსაფენად მხატვარმა თავად შეარჩია. მსგავსი ჟანრის გამოფენა ფოლკლორის ცენტრის დარბაზში პირველად გაიხსნა.