ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში „ხალხური საღამოების“ დასკვნითი კონცერტი გაიმართება
ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში „ხალხური საღამოების“ დასკვნითი კონცერტი გაიმართება

ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში „ხალხური საღამოების“ დასკვნითი კონცერტი გაიმართება.

მონაწილეობენ ანსამბლები: ანჩისხატი, დიდგორი, სახიობა, ჩვენებურები, ძირიანი, გორდელაძეების ოჯახი; ინდივიდუალური შემსრულებლები: თინა-ნარგილე მეჰთიევა, ნინო ნაყეური და ზურაბ მამუკელაშვილი.

ფოლკლორის ცენტრის პროექტი „ხალხური საღამოები“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში 18 ფოლკლორული საღამო გაიმართა. დასკვნითი კონცერტი ხვალ 29 ოქტომბერს ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში 19:00 საათზე დაიწყება და COVID რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება.