ფოლკლორის ცენტრის 48 სალოტბარო სკოლა მიღებას აცხადებს
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლებში, რომლებიც 48 მუნიციპალიტეტსა და სოფლებში მოქმედებს, მოსწავლეთა მიღება გამოცხადდა. ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.
როგორც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში განმარტავენ, სალოტბარო სკოლებში ნებისმიერი მსურველი სახელმწიფოს მხარდაჭერით სრულიად უსასყიდლოდ შეძლებს, შეისწავლოს ქართული მრავალხმიანი სიმღერა, ტრადიციული გალობა და ქართული ზეპირსიტყვიერება.
სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინფორმაციით, სალოტბარო სკოლის პედაგოგები არიან როგორც ცნობილი, ისე ახალგაზრდა ლოტბარები, რომლებმაც დიპლომირებული განათლება მიიღეს გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში. აღსანიშნავია, რომ ლოტბართა უმრავლესობა თავად არის სალოტბარო სკოლის კურსდამთავრებული.
ფოლკლორის ცენტრი ასევე ავრცელებს სალოტბარო სკოლების ჩამონათვალს:
შიდა ქართლი: 1. გორი; 2. ქარელი; 3. კასპი; 4. მერეთი.
მცხეთა-მთიანეთი: 1. დუშეთი; 2. ყაზბეგი.
კახეთი: 1. თელავი; 2. ყვარელი; 3. შილდა; 4. ახმეტა; 5. პანკისი; 6. ლაფანყური.
იმერეთი: 1. ხონი; 2. სამტრედია; 3. ზესტაფონი; 4. საჩხერე; 5. წყალტუბო; 6. ბაღდათი; 7. ხარაგაული; 8. მუხურა; 9. ვანი.
რაჭა-ლეჩხუმი: 1. ონი; 2. ამბროლაური; 3. ცაგერი; 4. ორბელი;
ქვემო და ზემო სვანეთი: 1. მესტია; 2. ლენტეხი; 3. ლაშხეთი; 4. ხელედი; 5. ბეჩო; 6. ფარი-ეცერი; 7. ლატალი; 8. ჭუბერი.
სამეგრელო: 1. ზუგდიდი; 2. ფოთი; 3. სენაკი; 4. მარტვილი; 5. ჩხოროწყუ; 6. წალენჯიხა; 7. ხობი; 8. ჯვარი; 9. აბაშა.
გურია: ოზურგეთი.
აჭარა: 1. ბათუმი; 2. ქობულეთი; 3. ქედა; 4. შუახევი.
სამცხე-ჯავახეთი: 1. ახალციხე; 2. ბორჯომი.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო.