ფოკის მამათა მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს [ფოტო]
ფოკის მამათა მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს [ფოტო]

ფოკის მამათა მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს.

საზეიმო წირვას რამდენიმე ეპარქიის მეუფე სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს.

ნინოობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება იმ ადგილზე, საიდანაც გადმოცემის მიხედვით, წმინდა ნინო საქართველოში შემოვიდა.

სინოდის განჩინებით წელს საიუბილეო თარიღია და წმინდა ნინოს შემოსვლიდან 1700 წლის იუბილე აღინიშნება, ამიტომ განსაკუთრებული იქნება მსვლელობა, რომელიც ფარავნის ტბიდან წირვის დასრულების შემდეგ დაიწყება.

წმინდა ნინოს გზას წელს განსაკუთრებით ბევრი მომლოცველი გაივლის. მსვლელობაში მონაწილეობას ყველა ეპარქიის მრველი და სასულიერო პირები მიიღებენ.

წმინდა ნინოს გაზით მსვლელობა წელს ოცდამეათედ გაიმართება და ის 13 ივლისს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მცხეთაში დასრულდება, სადაც მონაწილეებს პატრიარქი დალოცავს და სიგელებს გადასცემს.

ფოკაში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც წმინდა ნინოს გზით მსვლელობას შეუერთდება. სალომე ზურაბიშვილი მთელი დღის განმავლობაში მომლოცველებთან ერთად გაივლის მარშრუტს. ფოკაში ელოდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც.