ფოდენი ზედიზედ მეორედ გახდა პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი #1TVSPORT
ფოდენი ზედიზედ მეორედ გახდა პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ შემტევი ფილ ფოდენი ზედიზედ მეორედ გახდა პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. 21 წლის ინგლისელმა 27 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

„ძალიან ვამაყობ იმით, რომ ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ მოვიგე. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გამოსვლით ამ სეზონში და შესანიშნავია, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე გუნდის წარმატებაში. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება კიდევ ერთი წარმატებული წელი ჩვენთვის“, – განაცხადა ფოდენმა.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის კატეგორიაში ფოდენის კონკურენტები იყვნენ: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), კონორ გალაჰერი, ტაირიკ მიტჩელი (ორივე – კრისტალ პალასი), მეისონ მაუნტი (ჩელსი), აარონ რამსდეილი, ბუკაიო საკა (ორივე – არსენალი) და დეკლან რაისი (ვესტ ჰემი).

საუკეთესოს მოთამაშეს ირჩევენ გულშემატკივრების, კლუბების კაპიტნებისა და საფეხბურთო ექსპერტების ხმის მიცემის შედეგად.

დატოვე კომენტარი