ფლორიდის შტატში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“- ის 10 109 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ფლორიდის შტატში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“- ის 10 109 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში, ფლორიდის შტატში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“- ის რეკორდულად მაღალი 10 109 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

საერთო ჯამში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ფლორიდის შტატში „კოვიდ-19“- ის 169 106 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მთელი ქვეყნის მაშტაბით კი 2 მილიონ 688 246. ვირუსით ამერიკის შეერთებულ შტატებში 128 104 ადამიანი დაიღუპა.