ფლორიდის სანაპიროსთან მყვინთავმა ​ზვიგენის გადაშენებული სახეობის, მეგალოდონის გიგანტური კბილი იპოვა
ფლორიდის სანაპიროსთან მყვინთავმა ​ზვიგენის გადაშენებული სახეობის, მეგალოდონის გიგანტური კბილი იპოვა

აშშ-ში, ფლორიდის სანაპიროსთან მყვითავმა, მაიკლ ნასტასიომ ​ზვიგენის გადაშენებული სახეობის, მეგალოდონის გიგანტური კბილი იპოვა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „მირორი“ იტყობინება.

მყვინთავის თქმით, აღნიშნული კბილი, რომლის სიგრძე 16 სანტიმეტრია, ზღვის ფსკერზე აღმოაჩინა. კბილი სრულად ფარავს მამაკაცის ხელის მტევანს.

„11 წელია, ნამარხებზე ვნადირობ. ათასობით სხვადასხვა ნამარხი მიპოვია, მაგრამ ამ უკანასკნელს თვალს ვერ ვაცილებ“, – აღნიშნა ნასტასიომ.