ფლორიდის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა, რონ დესანტისმა განაცხადა, რომ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
ფლორიდის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა, რონ დესანტისმა განაცხადა, რომ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ფლორიდის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა, რონ დესანტისმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

44 წლის რონ დესანტისი განიხილება, როგორც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მთავარი კონკურენტი.

მედიის ცნობით, დესანტისი ოფიციალურად დარეგისტრირდა ფედერალურ საარჩევნო კომისიაში.

რესპუბლიკელი ამომრჩევლები მომავალ წელს გადაწყვეტენ, თუ რომელი კანდიდატი დაუპირისპირდება დემოკრატ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს 2024 წლის ნოემბრის არჩევნებში.