ფლორიდის ქალაქ ოლდსმარში ჰაკერმა სასმელი წყლის მოწამვლა სცადა
ფლორიდის ქალაქ ოლდსმარში ჰაკერმა სასმელი წყლის მოწამვლა სცადა

ფლორიდის ქალაქ ოლდსმარში ჰაკერმა სასმელი წყლის მოწამვლა სცადა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც გამოძიება იუწყება, კიბერდამნაშავემ ქალაქის წყლით მომარაგების სისტემაში შეაღწია და სასმელ წყალში მომწამვლელი ქიმიკატის რაოდენობის გაზრდა სცადა, თუმცა წყლის კომპანიის თანამშრომელმა ეს შენიშნა და ჰაკერის ქმედება დროულად აღკვეთა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ინციდნეტთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ. ამასთან, უცნობი რჩება ჰაკერული თავდასხმა ქვეყნის შიგნიდან განხორციელდა თუ გარედან.

ქალაქ ოლდსმარის მერმა განაცხადა, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ეტპაზე წყლის მომარაგების კომპიუტერიული სისტემა დროებით გათიშულია.