ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი ჩარლი კირკის მკვლელის სიკვდილით დასჯას ითხოვს
MIAMI, FLORIDA - APRIL 10: Florida Gov. Ron DeSantis speaks during a press conference on April 10, 2025 in Miami, Florida. DeSantis talked about his desire to relieve Florida condo owners of the high fees they are struggling with after they were put in place following the 2021 collapse of the condominium tower in Surfside, Florida. (Photo by Joe Raedle/Getty Images)
ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი ჩარლი კირკის მკვლელის სიკვდილით დასჯას ითხოვს. ამის შესახებ დესანტისმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მტკიცებულებები უნდა არსებობდეს. სამართლიანი გამოძიება გვჭირდება. ის სასწრაფოდ უნდა დააკავონ და სიკვდილით დასაჯონ“, – აცხადებს რონ დესანტისი.
ფლორიდის გუბერნატორმა მომხდარს ამერიკელი ერისთვის მიყენებული დიდი ჭრილობა უწოდა და აღნიშნა, რომ ძალიან გაბრაზებულია.
„ჩემი მწუხარება ბრაზად გადაიქცა. ძალიან გაბრაზებული ვარ. ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრება იმ იდეების გაჟღერებას მიუძღვნა, რომლებისაც ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა“, – აღნიშნა რონ დესანტისმა.
ცნობისთვის, კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი „იუტა ველის“ უნივერსიტეტში სროლის შედეგად დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, რა დროსაც ესროლეს. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოლიციამ მომხდარზე თავდაპირველად ორი პირი დააკავა, თუმცა მოგვიანებით ორივე მათგანი გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ მკვლელობასთან კავშირი არ აღმოაჩნდათ.