ფლორიდის გუბერნატორი FBI-ის დირექტორს გადადგომისკენ მოუწოდებს
ფლორიდის გუბერნატორი FBI-ის დირექტორს გადადგომისკენ მოუწოდებს

ფლორიდის გუბერნატორი რიკ სკოტი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორს გადადგომისკენ მოუწოდებს.

ფედერალური ბიურო ფლორიდის პარკლენდის სკოლაში მომხდარის გამო აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენსმაც გააკრიტიკა. მისი თქმით, ფედერალურ ბიუროს რეაგირება უნდა მოეხდინა სკოლაზე თავდასხმასა და 17 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნიკოლას კრუზის საქმეზე, რომელიც დანაშაულის ჩადენამდე გაცილებით ადრე სოციალურ ქსელში წერდა, რომ სკოლაზე თავდასხმას აპირებდა.

19 წლის კრუზი პარკლენდის სკოლიდან შარშან გარიცხეს. საგამოძიებო ფედერალურმა ბიურომ აღიარა, რომ კრუზის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მის დასაპატიმრებლად საკმარისი მტკიცებულება არ არსებობდა.

ორი დღის წინ ნიკოლას კრიზმა პარკლენდის სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით 14 მოსწავლე და სამი მასწავლებელი მოკლა.