ფლორიდაში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

11:10, 10.10.2018

ფლორიდაში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინციდენტი ფორტ მაიერსის სავაჭრო ცენტრში მოხდა. ცეცხლი უცნობმა პირმა გახსნა.

თვითმხილველების განცხადებით, თავდამსხმელმა დაახლოებით 20-ჯერ გაისროლა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

პოლიციას მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გაუსაჯაროებია.

მსგავსი