ფლორიდაში საიუველირო მაღაზიის ძარცვის მცდელობისას ოთხი ადამიანი დაიღუპა
ფლორიდაში საიუველირო მაღაზიის ძარცვის მცდელობისას ოთხი ადამიანი დაიღუპა

ფლორიდაში საიუველირო მაღაზიის ძარცვის მცდელობისას ოთხი ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა საიუველირო მაღაზიაში ცეცხლი გახსნეს. ასხლეტილი ტყვია მაღაზიის ერთ-ერთ თანამშრომელ ქალს თავის არეში მოხვდა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

შენობიდან გამოსულმა მძარცველებმა იქვე მდგარი „იუპიესის“ ექსპრეს-გზავნილების ავტომობილის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს და მანქანა დაჭრილ მძღოლთან ერთად გაიტაცეს. დევნის ოპერაცია ქალაქ მირამარამდე გაგრძელდა. სატვირთო ავტომობილი სამართალდამცველებმა ალყაში მოაქციეს. ორმხრივი სროლის შედეგად ორი თავდამსხმელი და გამვლელ ავტომობილში მყოფი პირი დაიჭრა. მათთვის მიყენებული ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. ექიმებმა ვერც სატვირთოს მძღოლის გადარჩენა შეძლეს.