ფლორიდაში ქარიშხალს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

11:09, 14.10.2026

ფლორიდაში ქარიშხალ „ისაიას“ ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა განაცხადა.

„ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ ქარიშხალთან დაკავშირებულმა მოვლენებმა ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“, – განაცხადა დესანტისმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ქარიშხალი „ისაია“ ფლორიდის სანაპიროს შაბათს, გამთენიისას დაატყდა თავს. სტიქიის შედეგად ფლორიდაში, ალაბამაში, ჯორჯიასა და მისისიპიში ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ალაბამის შტატის გუბერნატორმა, კეი აივიმ განაცხადა, რომ შტატში ქარიშხალს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი