ფლორიდაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 989 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ფლორიდაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 989 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ის შტატ ფლორიდაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 9 989 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „სიენენი“ ფლორიდის ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკის შტატში შემთხვევათა რეკორდული რაოდენობა გასულ კვირას დაფიქსირდა, ერთ დღეში 11 400 ახალი შემთხვევა.

საერთო ჯამში, მთელს ქვეყანაში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის თითქმის სამი მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 131 523 ადამიანი.