ფლორიდაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 999 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აშშ-ში, ფლორიდის შტატში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 9 999 ახალ შემთხვევა დაფიქსირდა. „სიენენის“ ინფორმაციით, ფლორიდაში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელმა 200,000-ს გადააჭარბა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, შტატი ინფიცირებულთა მაჩვენებლით უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან გერმანია, სამხრეთ აფრიკა და კანადა.
ფლორიდაში 4 ივლისს კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 11,445 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში შტატში რვა პაციენტი გარდაიცვალა.
ფლორიდის შტატში „კოვიდ-19“-ის 3,731 ლეტალური შემთხვევა ფიქსირდება.