ფლორიდაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 999 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ფლორიდაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 999 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში, ფლორიდის შტატში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 9 999 ახალ შემთხვევა დაფიქსირდა. „სიენენისინფორმაციით, ფლორიდაში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელმა 200,000-ს გადააჭარბა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, შტატი ინფიცირებულთა მაჩვენებლით უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან გერმანია, სამხრეთ აფრიკა და კანადა.

ფლორიდაში 4 ივლისს კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 11,445 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში შტატში რვა პაციენტი გარდაიცვალა.

ფლორიდის შტატში „კოვიდ-19“-ის 3,731 ლეტალური შემთხვევა ფიქსირდება.