ფლორენტინო პერესი კრიშტიანო რონალდოზე - ეს ბიჭი იდიოტი, არანორმალური და ავადმყოფია #1TVSPORT
ფლორენტინო პერესი კრიშტიანო რონალდოზე - ეს ბიჭი იდიოტი, არანორმალური და ავადმყოფია #1TVSPORT

ესპანურმა გამოცემა El Confidencial-მა გამოაქვეყნა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის ახალი აუდიოჩანაწერი. ამჯერად, ის კრიშტიანო რონალდოს აყენებს შეურაცხყოფას.

პერესმა რონალდოს მიმართ ხისტი გამონათქვამები 2012 წლის ოქტომბერში გამოიყენა. სავარაუდოდ, პრეზიდენტის მრისხანება გამოიწვია პორტუგალიელი ფეხბურთელის სიტყვებმა იმის შესახებ, რომ ის უბედურია მადრიდულ კლუბში.

„ის არანორმალურია. ეს ბიჭი იდიოტია და ავადმყოფი. თქვენ ფიქრობთ, რომ ის ნორმალურია, მაგრამ ასე არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ გააკეთებდა იმ ყველაფერს, რასაც აკეთებს. მთელმა მსოფლიომ ნახა ის სისულელე, რაც მან გააკეთა. როგორ ფიქრობთ, რატომ აკეთებს ის ამგვარ სისულელეებს?’ – ამბობს პერესი ჩანაწერში.

„რეალის“ პრეზიდენტმა ჟოზე მოურინო და მათი აგენტი მენდეშიც ახსენა:

„მენდეში ვერ მართავს ვერც რონალდოს და ვერც მოურინიოს. ნულოვანი კონტროლი. ამ ადამიანებს საშინელი ეგო აქვთ. ორივენი განებივრებულნი არიან, ვერ ხედავენ რეალობას, რადგან ორივეს შეეძლო გამოემუშავებინა გაცილებით მეტი ფული, თუ სხვანაირად მოიქცეოდა. ეს ორი არანორმალურია, რადგან ლაპარაკია დიდ თანხებზე საიმიჯო უფლებების სფეროში. ასეთი გამომწვევი მანერით ისინი არავის მოსწონს. ეს ანტირეკლამაა!“

უფრო ადრე, „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მადრიდული კლუბის ორი ლეგენდა – მეკარე იკერ კასილიასი და ფორვარდი რაული გააკრიტიკა.