მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა შეაჯამა 2017 წელი.
“რეალის” გულშემატკივრები არასოდეს დაივიწყებენ 2017 წელს. ჩვენ მეთორმეტედ მოვიგეთ ჩემპიონთა თასი და დავეუფლეთ კიდევ ოთხ ტიტულს: ესპანეთის 33-ე ჩემპიონობა, უეფას სუპერთასი, ესპანეთის სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი. ეს საუკეთესო წელია ჩვენს ისტორიაში. 2017-მა “რეალის” გულშემატკივრებს ბევრი სიხარული მოუტანა.
„ისინი ამაყობენ ჩვენი გუნდითა და ჩვენი მწვრთნელით, ზინედინ ზიდანით. ისინი რჩებიან “რეალის” დიადი ისტორიის ნაწილად. მათმა მხარდაჭერამ თითოეულ მატჩში, თითოეულ ფინალში ფუნდამენტალური როლი ითამაშა ყველა ჩვენს წარმატებაში”, – თქვა პერესმა.