ფლორენციაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ფლორენციაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფლორენციაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც მედია წერს, სამართალდამცავებმა 31 წლის მამაკაცი ერთ-ერთი სახლის ეზოში აღმოაჩინა. როგორც დაკავებული ამტკიცებდა, სახლის ეზოში ღამის გასათენებლად შევიდა. თუმცა პოლიცია ამტკიცებს, რომ ის სახლის გაქურდვას აპირებდა.

გამოძიების ცნობით, დაკავებული ამავე სახლში წინა დღესაც იყო მისული, სავარაუდოდ, დასაზვერად. დაპატიმრებულს თან მცირე ზომის დანა აღმოაჩნდა. გამოძიება გრძელდება.