ფლოიდ მეივეზერმა პაკიაომდე კიდევ ერთი ბრძოლა დაგეგმა
ფლოიდ მეივეზერმა პაკიაომდე კიდევ ერთი ბრძოლა დაგეგმა

ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი, რომელიც გეგმავს რევანშს ფილიპინელ მენი პაკიაოსთან, აპირებს მანამდე კიდევ ერთი ბრძოლის ჩატარებას. როგორც TMZ ამტკიცებს, მეივეზერს გეგმებში აქვს ორთაბრძოლა ტოკიოში.

ამ მომენტისთვის, ის ჯერ არ გარკვეულა მეტოქის ვინაობასთან დაკავშირებით, მაგრამ ვარიანტების არჩევისას, განიხილავს არა მხოლოდ მოკრივეებს, არამედ კიკბოქსინგისა და MMA-ის მებრძოლებს.

მეივეზერმა სექტემბერის შუაში გამოაცხადა, რომ მზად არის ისევ შეხვდეს მენი პაკიაოს 2018 წლის დეკემბერში. პირველი ბრძოლა მათ 2015 წლის 2 მაისს, ლას ვეგასში ჩაატარეს. მაშინ, მსაჯების ერთსულოვანი

გადაწყვეტილებით გამარჯვება ფლოიდ მეივეზერმა მოიპოვა. პაკიაოსთან შეხვედრის შემდეგ, მან კიდევ ერთი ბრძოლა ჩაატარა ანდრე ბერტოს წინააღმდეგ.

კარიერაში 49-ე გამარჯვების მოპოვების შემდეგ, მეივეზერმა კრივიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა, მაგრამ დაბრუნდა რინგზე UFC-ის ჩემპიონთან კონორ მაკგრეგორთან საბრძოლველად. ამერიკელმა კარიერაში 50-ე გამარჯვება (50 ბრძოლაში) მე-10 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა.
გია თვალაბეიშვილი