ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ფლოიდ მეივეზერმა გამოაცხადა თანაშმრომლობის შესახებ შერეული საბრძოლო სახეობების პრომოუშენ „რაიზინ“-თან (Rizin).
„მალე ვაპირებ ჩავჯდე ჩემს თვითმფრინავში და ტოკიოში გავემგზავრო ჩემს პარტნიორებთან და „რაიზინ“-თან შესახვედრად. განვიხილავთ რაღაცას 2020 წლისთვის,“ – დაწერა თავის „ინსტაგრამში“ ფლოიდმა.
ადრე 43 წლის მეივეზერმა გამორიცხა შესაძლო დაბრუნება პროფესიულ კრივში. თავის კარიერაში ამერიკელმა 50 ორთაბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო.
აღვნიშნავთ, რომ 2018 წლის დეკემბერში მეივეზერმა საჩვენებელი ორთაბრძოლა ჩაატარა ტენსინ ნასუკავას წინააღმდეგ და ის პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.