ამერიკელ მოკრივეს ფლოიდ მეივეზერს რინგზე დაბრუნება აქვს განზრახული. ამის შესახებ მისმა მამამ – ფლოიდ მეივეზერ-უფროსმა განაცხადა.
„ჰელენ ი სპორტსისთვის“ (Helen Yee Sports) მიცემულ ინტერვიუში უფროსმა მეივეზერმა უპასუხა შეკითხვებს მენი პაკიაოსთან ან ედრიენ ბრონერთან სავარაუდო შეხვედრების თაობაზე.
„თუ ბრონერს სურს ეს ბრძოლა, ის მას მიიღებს“, – განაცხადა მოკრივის მამამ. მანვე დაამატა, რომ ეჭვი არ ეპარება თავისი ვაჟის გამარჯვებაში როგორც პაკიაოსთან, ასევე ბრონერთან ჩხუბში.
42 წლის ფლოიდ მეივეზერს პროფესიულ რინგზე 50 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ყველაში გამარჯვებას მიაღწია.