ფლოიდ მეივეზერი მაკგრეგორს რუსთან ბრძოლისთვის მოამზადებს
ფლოიდ მეივეზერი მაკგრეგორს რუსთან ბრძოლისთვის მოამზადებს

კრივში ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ფლოიდ მეივეზერმა შერეული ორთაბრძოლების ვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი თავის საწვრთნელ დარბაზში მიიწვია.

ლეგენდარულ ამერიკელს სურს, მონაწილეობა მიიღოს ირლანდიელის მზადებაში რუს ჰაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლისთვის.

„ვიცი, რომ UFC-ს თავისი დარბაზები აქვს, მაგრამ მინდა, რომ კონორი ჩემთან კლუბში ვიხილო, განვიხილავთ ამ საკითხს მასთან და დანა უაიტთან ერთად“, – აცხადებს მეივეზერი.

მოკრივე ფლობს საკუთარი სპორტული ცენტრების ქსელს. ადრე, მეივეზერმა მაკგრეგორი კრივის წესებით ბრძოლაში დაამარცხა.