ფლოიდ მეივეზერი ისევ იჩხუბებს
ფლოიდ მეივეზერი ისევ იჩხუბებს

ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა განაცხადა, რომ წინადადება მიიღო საჩვენებელ ბრძოლაზე 80 მილიონ დოლარად.

ადრე მეივეზერი რამდენჯერმე მონაწილეობდა მსგავს ბრძოლებში. მათგან ბოლო 2018 წლის 31 დეკემბერს ჩატარდა. მაშინ ამერიკელმა იაპონელი ტენსინ ნასუკავა პირველივე რაუნდში დაამარცხა. ამ ბრძოლისთვის მან 62 მილიონი დოლარი მიიღო.

„შემდეგშიც ვაპირებ საჩვენებელ ბრძოლებში მონაწილეობას. მით უმეტეს, მაქვს 80-მილიონიანი შეთავაზება”, – განუცხადა „ფაით ჰაბს“ (Fight Hub) მეივეზერმა.

ფლოიდ მეივეზერი – ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოკრივეა სპორტის ამ სახეობის ისტორიაში. მენი პაკიაოსთან ჩხუბისთვის მან 2010 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, კონორ მაკგრეგორთან ბრძოლისთვის – 275 მილიონი. ჟურნალმა „ფორბსმა“ (Forbes) 2018 წელს, 41 წლის მოკრივე ყველაზე მაღალანაზღაურებად ცნობილ სახედ გამოაცხადა.