ფხენიანმა მიიღო იმ სამხრეთ კორეელი ჟურნალისტების სია, რომლებიც ბირთვული ცდების პოლიგონის დახურვას დაესწრებიან
ფხენიანმა მიიღო იმ სამხრეთ კორეელი ჟურნალისტების სია, რომლებიც ბირთვული ცდების პოლიგონის დახურვას დაესწრებიან

ფხენიანმა იმ სამხრეთ კორეელი ჟურნალისტების სია მიიღო, რომლებიც ბირთვული ცდების ჩასატარებელი პოლიგონის დახურვას დაესწრებიან, – იუწყება Reuters-ი.

„მთავრობა ჩრდილოეთში პრესის გადასვლის ნებართვისთვის ყველა საჭირო ზომას მიიღებს. მათ შორის არის შესაბამისი ტრანსპორტით უზრუნველყოფა“, – ნათქვამია სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

ოთხი სამხრეთ კორეელი ჟურნალისტის სია ფხენიანს პანმუნჯომის დემილიტარიზირებულ ზონაში, მხარეებს შორის მოლაპარაკების პუქტზე გადასცეს. აქამდე ფხენიანმა სამხრეთ კორეელი ჟურნალისტების სია რამდენჯერმე არ მიიღო. მაშინ, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მედიასაშუალებების წარმომადგენლები უკვე ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებიან. ჟურნალისტები ბირთვული ცდების ჩასატარებელი პოლიგონის დახურვას გააშუქებენ.

ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული ცდების ჩასატარებელი პოლიგონის დახურვის გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დარეგულირების შემდეგ მიიღო. ამასთან, 12 ივნისს სინგაპურში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრაა დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი