ფიზიკურ პირთა მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის გადახდის შემდეგ, ბიუჯეტი დაახლოებით 76 მლნ ლარს მიიღებს
ფიზიკურ პირთა მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის გადახდის შემდეგ, ბიუჯეტი დაახლოებით 76 მლნ ლარს მიიღებს

ფიზიკურ პირთა მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის გადახდის შემდეგ, ბიუჯეტი დაახლოებით 76 მლნ ლარს მიიღებს.

15 ნოემბერს ფიზიკურ პირთა მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

დღეის მონაცემებით, 301 826-მა ფიზიკურმა პირმა უკვე წარმოადგინა ქონების დეკლარაცია, რაც დარიცხული თანხის 75 178 005 ლარს შეადგენს.

„აღსანიშნავია, რომ გადამხდელების მიერ საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების მაჩვენებლის ზრდა წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის პრიორიტეტს, შესაბამისად, უწყება ახორციელებს ვალდებულების მქონე გადასახადის გადამხდელთა მუდმივ მონიტორინგს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პირველ ნოემბერს ამოიწურა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა, რომლის გადახდის ვალდებულება არაუგვიანეს 15 ნოემბრისა უნდა განხორციელდეს.

დატოვე კომენტარი