ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ
ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ

ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ. წლევანდელი ჯილდო სამყაროს განვითარებისა და კოსმოსში დედამიწის ადგილთან დაკავშირებით კვლევებში შეტანილი წვლილისთვის, სამ მეცნიერს –  ამერიკელ ჯეიმს ფიბლსს, შვეიცარიელ დიდიე ქუელოსსა და მიშელ მაიორს შორის განაწილდება.

პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმს ფიბლსი ნობელის პრემიაზე დიდი აფეთქებიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე, სამყაროს დღევანდელი აღქმის საფუძვლების ფორმირებისთვის წარადგინეს.

ქუელოსმა და მაიორმა კი, აღმოაჩინეს პირველი ეგზოპლანეტა – 51 პეგასი. მათმა კვლევამ ასტრონომიაში გადატრიალება მოახდინა, რის შემდეგაც დედამიწის მსგავსი 4000-მდე კოსმოსური ობიექტის აღმოჩენა გახდა შესაძლებელი.

ნობელის პრემიის ფულადი ჯილდო მილიონ დოლარს აღემატება. თანხის ნახევარს ამერიკელი მეცნიერი, მეორე ნახევარს კი, შვეიცარიელები მიიღებენ. დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად 10 დეკემბერს, შვედეთში გაიმართება.