სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) ვერსიით საჩემპიონო ორთაბრძოლა ბრიტანელ ტაისონ ფიურისა და ამერიკელ დეონტეი უაილდერს შორის აზიაში შეიძლება გაიმართოს.
ცნობილ პრომოუტერს ბობ არუმს და ფიურის ერთ-ერთ მენეჯერს მიუვიდათ შეტყობინება იმის შესახებ, რომ ბრძოლას, შესაძლოა ჩინეთმა ან მაკაომ (ჩინეთის სპეციალურმა ადმინისტრაციულმა რეგიონმა) უმასპინძლონ. არ გამორიცხავენ, რომ უაილდერის გუნდმა უარი თქვას ამგვარ ვარიანტზე კორონავირუსის პანდემიის გამო.
ეს იქნება ამ მოკრივეთა მესამე ორთაბრძოლა. პირველ ბრძოლაში ფიური ორჯერ აღმოჩნდა ნოკდაუნში, მაგრამ ფრეს მიაღწია, მეორეში კი უაილდერი ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.