ფიტოსანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერიასა და კერძო მესაკუთრეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ფიტოსანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერიასა და კერძო მესაკუთრეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისში და მიმდებარე ტერიტორიებზე, მწვანე საფარის ფიტოსანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქის მერიასა და კერძო მესაკუთრეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მუნიციპალიტეტის საზღვრებში, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე გამხმარი და დაავადებული ხეების სანიტარული ჭრა როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე კერძო მესაკუთრის ვალდებულებაა. აქედან გამომდინარე, მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთობლივი ძალებით უზრუნველყოფენ გამხმარი და დაავდებული ხეების მოვლას.

მემორანდუმის მიზანია თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მწვანე საფარის ფიტოსანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, დაავადებული და გამხმარი ხეების ბუნებრივი გარემოდან ამოღება და დაავადების გავრცელების პრევენცია. ასევე, დაავდებული ხეების ნაცვლად, ახალი ნერგების დარგვა თბილისსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. მემორანდუმს ხელი დედაქალაქის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ და სხვადასხვა კერო მესაკუთრეებმა მოაწერეს.