ფიქრია ჩიხრაძე - ეფექტური საზოგადოებრივი მაუწყებელი არ შეიძლება უპირისპირდებოდეს მედიაპლურალიზმის იდეას
ფიქრია ჩიხრაძე - ეფექტური საზოგადოებრივი მაუწყებელი არ შეიძლება უპირისპირდებოდეს მედიაპლურალიზმის იდეას

მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ეფექტური საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი იდეა არ შეიძლება უპირისპირდებოდეს მედიაპლურალიზმის იდეას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ პრეზიდენტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით მოვისმინეთ პოზიციები და არგუმენტები. ერთი რამ, რაც მკაფიოდ უნდა ითქვას, არის ის, რომ ეფექტური საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი იდეა, არ შეიძლება უპირისპირდებოდეს მედიაპლურალიზმის იდეას, ჩვენ ამას ფუნდამენტურ საკითხად განვიხილავთ.  ვთვლით, რომ ბევრი საკითხის გადაწყვეტა შეიძლებოდა უფრო ეფექტურად. ჩვენ ერთი მხრივ, ხელი უნდა შევუყწყოთ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას და ამავდროულად, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ პლურალისტური მედია არ დაზარალდეს  სწორედ იმ მიმართულებით, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ გარკვეული რესურსების წვდომაზე საზოგადოებრივ მაუწყებელსა და დანარჩენ მაუწყებლებს შორის, რაც წარმოშობს კონფილქტს“,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს შეხვდება.