“ფიორენტინამ” ასტორის სამუდამო კონტრაქტი დაუდო

20:58, 05.03.2018

ფლორენციის “ფიორენტინამ” სიკვდილის შემდეგ გაუგრძელა კონტრაქტი თავის კაპიტანს დავიდე ასტორის, – იტყობინება SportsJOE. ხელშეკრულებას კონკრეტული ვადა არ გააჩნია და ფეხბურთელის ხელფასს მისი მეუღლე და ქალიშვილი მიიღებენ.

როგორც იტალიურ პრესაში დაიწერა, მცველს “ფიორენტინასთან” ორშაბათს უნდა გაეფორმებინა ახალი კონტრაქტი.
შეგახსენებთ, რომ ასტორი 4 მარტს, გულის გაჩერებით გარდაიცვალა. მას მეუღლე და ორი წლის ქალიშვილი დარჩა.

ორშაბათს, უეფამ გამოაცხადა, რომ ამ კვირას, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის პლეი ოფის მატჩები ასტორის ხსოვნის საპატივცემულოდ წუთიერი დუმილით დაიწყება.

მსგავსი