ფლორენციის “ფიორენტინამ” სიკვდილის შემდეგ გაუგრძელა კონტრაქტი თავის კაპიტანს დავიდე ასტორის, – იტყობინება SportsJOE. ხელშეკრულებას კონკრეტული ვადა არ გააჩნია და ფეხბურთელის ხელფასს მისი მეუღლე და ქალიშვილი მიიღებენ.
როგორც იტალიურ პრესაში დაიწერა, მცველს “ფიორენტინასთან” ორშაბათს უნდა გაეფორმებინა ახალი კონტრაქტი.
შეგახსენებთ, რომ ასტორი 4 მარტს, გულის გაჩერებით გარდაიცვალა. მას მეუღლე და ორი წლის ქალიშვილი დარჩა.
ორშაბათს, უეფამ გამოაცხადა, რომ ამ კვირას, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის პლეი ოფის მატჩები ასტორის ხსოვნის საპატივცემულოდ წუთიერი დუმილით დაიწყება.