ფინიშამდე სამი ტურით ადრე - ქართული „კლასიკო“, აუტსაიდერთა დაპირისპირება და მატჩი საქართველოს პირველ არხზე
ფინიშამდე სამი ტურით ადრე - ქართული „კლასიკო“, აუტსაიდერთა დაპირისპირება და მატჩი საქართველოს პირველ არხზე

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 33-ე ტური იწყება, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ლამის ყველა შეხვედრას დიდი დატვირთვა გააჩნია.

 

პირველ მატჩს ივანწმინდას ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს, სადაც საჩხერის „ჩიხურა“ გათამაშების ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ მიიღებს. საჩხერელებს (38 ქულა) საქმე ისე გაურთულდათ, პლეი აუტის ზონის „რუსთავთან“ (37 ქულა) მხოლოდ ქულა აშორებთ და თუ არ მოიგებენ, შესაძლოა, გადათამაშებას ვერ აცდდნენ. ბათუმელებს კი საჩემპიონო ბრძოლაში 3 ქულა ჰაერივით ესაჭიროებათ.

 

შაბათს, 2 ნოემბერს ორი მატჩი გაიმართება: ბოლნისის „თამაზ სტეფანია – არენაზე“  ერთმანეთს უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდებიან: მეცხერადგილოსანი „სიონი“ (35 ქულა) მერვეადგილოსან „რუსთავს“ (37 ქულა) მიიღებს. თავისი მნიშვნელობით ეს ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრაა.

 

„ვიტ ჯორჯია“ ევროსაგზურისთვის მებრძოლ „ლოკომოტივს“ „მიხეილ მესხი 2 –„ზე მიიღებს. მართალია, „ვიტ ჯორჯია“ ლიგიდან გავარდა, მაგრამ შესაძლოა, გუნდი სწორედ ამან გახსნას და „ლოკომოტივს“ პრობლემები შეუქმნას.

 

კვირას, 3 ნოემბერს, სატურნირო თვალსაზრისით პრინციპული მატჩი გორის „თენგიზ ბურჯანაძეზე“ შედგება – „დილა“ „საბურთალოს“ შეხვდება. გორელები ევროსაგზურის მოპოვების, ხოლო თბილისელები ჩემპიონობის შენარჩუნების თეორიულ შანსს იტოვებენ. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 16:00 სააათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

ტური ქართული „კლასიკოთი“ დასრულდება: თბილისის „დინამო“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს. შეხვედრა „დინამო არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება. ეს ქუთაისელებისთვის ბოლო შანსია, რომ ევროსაგზური მოიპოვონ, „დინამო“ კი ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებს.

პარასკევი, 1 ნოემბერი

ჩიხურა – დინამო ბთ

14:00. ცენტრალური – ივანწმინდა

შაბათი, 2 ნოემბერი

სიონი – რუსთავი

14:00. თამაზ სტეფანია – ბოლნისი

ვიტ ჯორჯია – ლოკომოტივი

18:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი

კვირა, 3 ნოემბერი

დილა – საბურთალო

16:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი (1 არხი)

დინამო თბ – ტორპედო

19:00. დინამო არენა – თბილისი