„ფინიქსმა“ „დენვერსაც“ მოუგო და დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს – ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა

11:36, 02.01.2021

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) 2 იანვარს მორიგი შეხვედრები გაიმართა.

ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა „ბრუკლინ ნეთსმა“ სახლში „ატლანტა ჰოუკსი“ მიიღო და მიუხედავად კევინ დურანტის კარგი თამაშისა, 96:114 დამარცხდა.

არაჩვეულებრივად გამოიყურება „ფინიქს სანსი“, რომელიც ამტკიცებს, რომ წინა სეზონის „ბაბლში“ ნაჩვენები შედეგი შემთხვევითობა არ იყო. დეანდრე ეიტონისა და დევინ ბუკერის დუეტის წყალობით გუნდმა „დენვერ ნაგეთსი“ 106:103 დაამარცხა და დასავლეთ კონფერენციას 5 მოგებითა და 1 წაგებით ლიდერობს.

დაძაბული მატჩი იხილა გულშემატკივარმა სან ანტონიოში, სადაც გრეგ პოპოვიჩის გუნდმა წინა სეზონის ჩემპიონი მიიღო. თამაშის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა. შესანიშნავი თამაში ჰქონდათ „ლეიკერსის“ სუპერვარსკვლავებს. ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლი გაიფორმა, მან 26 ქულა, 11 მოხსნა და 10 პასი დააგროვა, ხოლო ენტონი დევისის მონაგარი კი 34 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი იყო.

 

NBA-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა:

 

შარლოტი-მემფისი 93:108

https://www.youtube.com/watch?v=QUWJWgxSGns

 

დალასი-მაიამი 93:83

https://www.youtube.com/watch?v=LEoQ_2tGVi0

 

დეტროიტი-ბოსტონი 96:93

https://www.youtube.com/watch?v=c2iLmC8V4K4

 

ბრუკლინი-ატლანტა 96:114

https://www.youtube.com/watch?v=xL2FBcXgaGo

 

მილუოკი-ჩიკაგო 126:96

https://www.youtube.com/watch?v=k0lbWkqY8Xo

 

მინესოტა-ვაშინგტონი 109:130

https://www.youtube.com/watch?v=A65l2UMFVXU

 

სან ანტონიო-ლეიკერსი 103:109

https://www.youtube.com/watch?v=OtocV67s34Q

 

დენვერი-ფინიქსი 103:106

https://www.youtube.com/watch?v=fcyIri3R-wU

 

იუტა-კლიპერსი 106:100

https://www.youtube.com/watch?v=NifNW_03AAg

 

გოლდენ სტეიტი-პორტლენდი 98:123

https://www.youtube.com/watch?v=JK9b4O3s3Z4

მსგავსი