„ფინიქსი“ ტიტულს მიუახლოვდა - „მილუოკის“ იანისის 42-მა ქულამ ვერ უშველა [ვიდეო] #1TVSPORT
„ფინიქსი“ ტიტულს მიუახლოვდა - „მილუოკის“ იანისის 42-მა ქულამ ვერ უშველა [ვიდეო] #1TVSPORT

9 ივლისს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც „ფინიქსმა“ „მილუოკის“ უმასპინძლა. „სანსმა“ მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 118:108 დაამარცხა და საჩემპიონო ტიტულს მიუახლოვდა.

შეხვედრა „ბაქსის“ უპირატესობით დაიწყო და პირველ მეოთხედში 3 ქულით წინ გავიდა. მონტი უილიამსის გუნდმა გარდამტეხი უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვა, სადაც 30:16 გაიმარჯვა და საბოლოო ჯამში, ეს უპირატესობა შეინარჩუნა.

საინტერესო მესამე მეოთხედი გამოდგა, სადაც „მილუოკის“ მიერ მოპოვებული 33 ქულიდან 20 იანის ანტეტოკუნმპომ მიითვალა. სუპერფინალების ისტორიაში ბოლოს ეს 1993 წელს მაიკლ ჯორდანმა მოახერხა. ბერძენმა კალათბურთელმა ამ შეხვედრაში 42 ქულა დააგროვა და პლეიოფში მისი საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.

ფინიქსიდან“ გამორჩეული 30 ქულით დევინ ბუკერი იყო. მიკალ ბრიჯისის ანგარიშზე 27 ქულაა, კრის პოლმა კი 23 ქულასთან ერთად 8 გადაცემა მიითვალა.

ამრიგად, „სანსმა“ სუპერფინალში კომფორტული უპირატესობა (2:0) მოიპოვა. შემდეგი შეხვედრა კი 12 ივლისს მილუოკიში გაიმართება.