“ფინიქს სანსმა“ კრის პოლთან თანამშრომლობა შეწყვიტა #1TVSPORT
“ფინიქს სანსმა“ კრის პოლთან თანამშრომლობა შეწყვიტა #1TVSPORT

ამერიკული სპორტული მედიის ინფორმაციით, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ბინადარმა „ფინიქს სანსმა“ ვეტერანი გამთამაშებელი კრის პოლი გუნდიდან გარიცხა.

„ფინიქსმა“ არ განიხილა დიდების დარბაზის მომავალი წევრის პოტენციურ გაცვლაში ჩართვის წინადადებები. ახლა პოლი თავისუფალი აგენტია და მას დამოუკიდებლად შეუძლია სხვა გუნდებთან მოლაპარაკება.

37 წლის კრის პოლი გასულ სეზონში საშუალოდ 13.9 ქულას, 8.9 შედეგიან პასსა და 1.5 ჩაჭრას აგროვებდა. 2021 წელს გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, მას „ფინიქსის“ რიგებში კიდევ ორი წლით, 2025 წლამდე უნდა ეთამაშა და ჯამში 61 მილიონი დოლარი მიეღო.

არიზონულმა გუნდმა 2022/23 წლის რეგულარული სეზონი 45 მოგებითა და 37 მარცხით დაასრულა. „ფინიქსი“ პლეი ოფის მეორე ეტაპზე გავიდა და „დენვერ ნაგეტსთან“ სერიაში 2:4 დამარცხდა.