ფინეთში საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და საექსპორტო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
ფინეთში საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და საექსპორტო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველო-ფინეთის ვაჭრობის ასოციაციის ორგანიზებით, ჰელსინკში საქართველოს შესახებ სემინარი – Get acquainted with Georgia გაიმართა.

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე სტუმრებს საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, ასევე საექსპორტო პოტენციალის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენელმა მიაწოდეს.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა ურთიერთობის გაღრმავებას საქართველო-ფინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და სხვა მიმართულებებით.

ღონისძიებას საქართველო-ფინეთის ვაჭრობის ასოციაციის წარმომადგენელი ლასსე კოივუნენი, ასევე კავკასიაში ფინეთის ელჩი არჟა მაკკონენი უძღვებოდნენ. შეხვედრაზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებაც ისაუბრეს.