ფინეთში, სამხრეთ სანაპიროზე ნაპოვნი დრონის გამო ქვეყნის ტერიტორიის შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

11:21, 04.09.2026

ფინეთის სასაზღვრო დაცვის უწყებამ ქვეყნის ტერიტორიის შესაძლო დარღვევის ფაქტზე სამხრეთ სანაპიროზე ნაპოვნი დრონის გამო გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

გამოძიების მიზანია, დადგინდეს, როდის და როგორ შევიდა საფრენი აპარატი ფინეთის ტერიტორიაზე.

წინასწარი შემოწმებით დადგინდა, რომ საფრენი აპარატი, სავარაუდოდ, „გეოსკან 701“-ის ტიპის დრონია. უწყებების განცხადებით, ამ მოდელს როგორც სახელმწიფო, ისე სამოქალაქო პირები იყენებენ.

სასაზღვრო დაცვის უწყების განცხადებით, ამ ეტაპზე ვერ დასტურდება დრონის წარმომავლობა, ოპერატორი ან დანიშნულება.

ფინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წინასწარი შემოწმებით, დრონი გეოდეზიური კვლევისა და რუკების შესაქმნელად იყო განკუთვნილი და საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.

მსგავსი